დღე დავიწყეთ
პროექტის პრეზენტაციისა და მოსწავლეთა საჭიროებების მოკვლევის მიზნით შექმნილი შეფასების
ფორმების გაზიარებით.
ამის შემდეგ
ვიმუშავეთ როგორ გამოვიყენთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა
და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
განვიხილეთსაავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი
გამოყენების წესები განათლების სისტემაში. გავეცანით ინტერნეტ რესურსებს, რომელთა გამოყენებაა
შესაძლებელი კვლევაში, კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესში.განვიხილეთ კვლევის
მიზნიტ ინტერნეტის სხვადასხვა სახით გამოყენების გზები.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ინტერნეტსაკომუნიკაციო
საშუალებების გაცნობა. წერილობითი კომუნიკაციის, სწრაფი შეტყობინების, ონლაინ გამოკითხვებისა
და საზოგადოებრივი აზრის კვლევის საშუალებები.
No comments:
Post a Comment