Wednesday, September 21, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

 ვიმუშავეთ  სასწავლო ნიმუშების შექმნაზე, შევქმენი და შევაფასეთ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები.ყურადღებით მოვეკიდე პრეზენტაციისა და პუბლიკაციის ნიმუშების შექმნას. ვცდილობდი თემატიკასა  და  დიზაინს წარმოეჩინა მოსწავლეების მიერ პროდუქტის შექმნის პოტენციალი.
   გადავხედე პროექტის გეგმას. დავასრულე სასწავლო პროცედურების შედგენა.
ვისწავლეთ როგორ უნდა  გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები  შინაარსის ათვისების, მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის, შევქმენი შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის.

Monday, September 12, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

     დღე დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციისა და მოსწავლეთა საჭიროებების მოკვლევის მიზნით შექმნილი შეფასების ფორმების გაზიარებით.
     ამის შემდეგ ვიმუშავეთ როგორ გამოვიყენთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.
       განვიხილეთსაავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები განათლების სისტემაში. გავეცანით ინტერნეტ რესურსებს, რომელთა გამოყენებაა შესაძლებელი კვლევაში, კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესში.განვიხილეთ კვლევის მიზნიტ ინტერნეტის სხვადასხვა სახით გამოყენების გზები.
        ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ინტერნეტსაკომუნიკაციო საშუალებების გაცნობა. წერილობითი კომუნიკაციის, სწრაფი შეტყობინების, ონლაინ გამოკითხვებისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის საშუალებები. 

Thursday, September 8, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი: შეფასების გეგმები და სტრატეგიები. ვნახეთ და  გავაანალიზეთ შესაბამისი ნიმუშები. შევქმენით შეფასების დროის ჩარჩო. გავეცანით პრეზენტაციის მექანიზმსა და შესაბამისი მაგალითებით გავამთლიანეთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ გაწაფული კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, ბატონმა მწვრთნელმა მარტივი და გასაგები კომუნიკაციით მოახერხა ჩემთვის დღევანდელი სამუშაოს გაგება და გააზრება. მადლობა მას ამისათვის.

Tuesday, September 6, 2016

მესამე დღის რეფლექსია

    განვიხილეთ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებულისასწავლო პროექტები. გავეცანი პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების სტრუქტურას,, გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას.
    ვიმუშავე ბროშურის შექმნაზე შერჩეული პროექტის თემის შესაბამისად,გზადაგზა ვღებულობდი კონსულტაციებს ტრენერისაგან, რამაც მასალის ათვისება გამიადვილა.
   შემდეგ დავიწყე პროექტის  შედგენა. განვიხილეთ სასწავლო პროექტისათვის სტანდარტების განსაზღვრა , მასზე დაყრდნობით შევიმუშავეთ სასწავლო მიზნები და გამოვკვეთეთ მნიშვნელოვანი სააზროვნო  შეკითხვები. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვების შემუშავების სტრატეგიები, ხაზი გავუსვით, რომ ეს კითხვები არ უნდა იყოს ბუნდოვანი და  ორიენტირებული დავალებაზე.  განვიხილეთ მაგალითები, გამოვთქვით მოსაზრებები.
დღე საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა.